ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ბაზაზე ტარდება ტრენინგი თემაზე „კრიზისის მართვა“.
8 July 2015

ტრენინგის შესახებ:


კრიზისული სიტუაციები დაუგეგმავი მოვლენაა ნებისმიერი კომპანიისთვის და ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა მენეჯერებისთვის. კრიზისის დროს მენეჯერებს გონივრული მოქმედება და საზოგადოებრივ სარბიელზე მუდმივი აქტივობა მართებთ.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა დადგინდეს კრიზისის არსი და წარმოშობის მიზეზები. შეიძლება, პრობლემა იყოს ბუნებრივი ან განგებ გამოწვეული.
ხშირად კი კრიზისის გამომწვევი ფაქტორები ამოუცნობია კომპანიის ხელმძღვანელთათვის. ”კრიზისის მართვის“ ტრენინგის საშუალებით მსმენელი გაეცნობა იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგათ კრიზისის მართვის დროს.
ტრენინგის თემატიკა:
• კრიზის მენეჯმენტი – ბიზნესის მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტი;
• ლიდერის როლი კრიზისის მართვის პროცესში;
• გუნდის მუშაობა კრიზისულ სიტუაციაში (ტოპ-მენეჯმენტის გუნდი, კრიზის მენეჯმენტის ძირითადი გუნდი);
• ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
• კრიზისის მენეჯმენტი, როგორც ცოდნის მიღების და ცვლილებების დაგეგმვისა და განვითარების საფუძველი.
რას ვისწავლით?
• კრიზისის არსს, მისი მართვის მნიშვნელობას;
• კრიზისული სიტუაციის მართვის ციკლსა და შესაბამისი მოქმედებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს;
• კრიზისული სიტუაციების ანალიზის კონკრეტულ ხერხებსა და საშუალებებს;
• კრიზისული სიტუაციების მართვისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს;
• საზოგადოებასთან ურთიერთობის (Pr-ის) მნიშვნელობას ორგანიზაციისათვის კრიზისულ სიტუაციაში;
• ლიდერის როლს კრიზისულ სიტუაციაში და კრიზისს, როგორც განსაკუთრებულ გამოწვევას;
• გუნდური მუშაობის თავისებურებებს კრიზისულ სუტუაციაში.


ტრენერი:
თინათინ ასათიანს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-ფსიქოლოგიის მიმართულებით.
იგი არის საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ESM –ს, ლექტორი; საზოგადოება „პოზიტიური ცვლილებებისთვის“ დამფუძნებელი, პროექტების კოორდინატორი, ტრენერი.
1996 – 2014 წლებში მუშაობდა კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრში, ტრენერ-კონსულტანტის, საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელის, პროგრამების კოორდინატორის, ტრენერის, ფასილიტატორის პოზიციებზე.
2003 – 2008 წლებში იყო „პარტნიორები-საქართველოს“ ტრენერ-კონსულტანტი.
ჩატარებული აქვს მრავალი საერთაშორისო ტრენინგი სხვადასხვა თემატიკაზე.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა:12 საათი
ტრენინგის ღირებულება: 140 ლარი, სტუდენტებისთვის 100 ლარი.

მიმღები: შპს. საქართველოს უნივერსიტეტი ს/კ 205037137
ბაზის ბანკი - GE80BS0000000008736095 (მოსამზადებელი)


ქ. თბილისი კოსტავას 77-ა. 0175. ტელეფონი: (995) 32 2 55 22 22


(საფუძველში მიუთითეთ ტრენინგის სახელი, სახელი გვარი და პირადი ნომერი, დასკანერებული ქვითრები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე m.tsagareishvili@ug.edu.ge).


რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:
https://drive.google.com/open?id=1oaf0DIcKIoelf1oxUKRbvT6UZh7w0jPyk98AQ1Se4sI
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 9 ივლისი.


ტრენინგის ჩატარების თარიღი: 2015 წლის 11 ივლისი, 11:00-17:00 სთ, ლანჩი 13:30-14:00 სთ
12 ივლისი -11:00-17:00 სთ, ლანჩი 13:30-14:00 სთ.


მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, მ. კოსტავას 77ა, IV კორპუსი, ოთახი 706,
ტელ: 591006010


http://www.ug.edu.ge/
ადგილები შეზღუდულია!

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი